კითხვა: რას იტყვის მყიდველი თუ სხვადასხვა საიტზე სხვადასხვა ფასები შენიშნა?

მაგალითისთვის, Google-ში მოძებნეთ Kidcraft Vintage Kitchen Pink. პასუხად მიიღებთ შემდეგ ფოტოს: 

4 სხვადასხვა საიტი (თუ ბმულს ნახავთ, კიდევ უფრო მეტ საიტებს აღმოაჩენთ), და 4 სხვადასხვა ფასი. 

Kidcraft უნიკალური მაგალითი არ არის, ბევრ სხვა პროდუქტს აქვს იგივე სტრატეგია (ამ თემას სხვა ბლოგში განვიხილავთ).

ამ ფოტოდან ორი რამ შეგვიძლია ვისწავლოთ: 

  • რაც უფრო მეტი გაყიდვების არხი აქვს ბრენდს, უფრო მარტივად იპოვის პოტენციური მყიდველი მის პროდუქტს
  • ფასების განსხვავება სხვადასხვა არხს შორის ნაკლებად მნიშვნელოვანია, რამდენიმე მიზეზის გამო:
    • არიან ლოიალური მყიდველები, რომლებიც ფასზე ნაკლებად მგრძნობიარე არიან და ფასის მიუხედავად, მხოლოდ რჩეული საიტებიდან ყიდულობენ პროდუქტს (მაგ. Apple Store-ს ყოველთვის უფრო მაღალი ფასი აქვს, ვიდრე სხვა საიტებს, მაგრამ, როგორ ფიქრობთ, Apple Store-ს პროდუქტების გაყიდვის ნაკლებობა აქვს? ☺️)
    • ყველა არხს უნდა ჰქონდეს განვითარებული SEO და ძალიან დიდი მოთხოვნა, რომ მოძებნილი პროდუქტი პირველ გვერდზე გამოჩნდეს. მოთხოვნა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია და რადგან ქართულ პროდუქტს გლობალური მასშტაბებით დიდი მოთხოვნა არ აქვს (ჯერ?), ამიტომ ძალიან რთულია სხვადასხვა არხებს შორის ფასების შედარება

თუ გსურთ თქვენი პროდუქტი shop.cartooli.com საიტზე გასაყიდად განათავსოთ, დარეგისტრირდით: bit.ly/cartooli-seller

 

Leave a comment