პროდუქტის აღწერის 9 გზა, მომხმარებლის ინფორმირებისა და დარწმუნებისთვის

თარგმანი: ელენე მოძღვრიშვილი წყარო: 9 Ways to Write Product Descriptions that Inform and Persuade Your Customers

პროდუქტის აღწერა არის მარკეტინგული ტექსტი, რომელიც განმარტავს კონკრეტულ პროდუქტს და ხსნის თუ რატომ ღირს მისი შეძენა. აღწერის მიზანია მომხმარებელს მიაწოდოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია პროდუქტის მახასიათებლებისა და სარგებელის შესახებ, რათა შედეგად უბიძგოს მისი შეძენისაკენ.

თუმცა, როდესაც საქმე პროდუქტის აღწერას ეხება, მეწარმეები, მარკეტერები და პროფესიონალი ქოფირაითერებიც კი ხშირად უშვებენ მსგავს შეცდომას: ქმნიან აღწერას, რომელიც უბრალოდ აღწერს პროდუქტს.

რატომაა ეს მიდგომა მცდარი? იმიტომ, რომ პროდუქტის საუკეთესო აღწერამ მეტად უნდა განავრცოს გვერდი, რათა პროდუქტი მიყიდოთ რეალურ ადამიანებს და არ დაამსგავსოთ ის უბრალო აღწერას ყუთის უკანა მხარეზე მხოლოდ საძიებო სისტემების ინფორმირებისთვის. (თუმცა, არც საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია უნდა დაგვავიწყდეს, რა თქმა უნდა).

მოდით გავეცნოთ 9 მარტივ გზას თქვენი ონლაინ მაღაზიის ვიზიტორების დასაინტერესებლად პროდუქტის აღწერით, რომელიც ყიდის.

როგორ დავწეროთ პროდუქტის აღწერა, რომელიც ყიდის? 

1. კონცენტრირდი შენს იდეალურ მომხმარებელზე

როდერსაც პროდუქტის აღწერას მყიდველთა უზარმაზარი მასისთვის წერ, შენი აღწერა ძალიან სუსტი ხდება და საბოლოოდ არავისთან აღწევს.

პროდუქტის საუკეთესო აღწერა სამიზნე აუდიტორიას პირადად და უშუალოდ მიმართავს.

უნდა დასვა კითხვები და ასევე უპასუხო მათ, თითქოს მომხმარებელთან საუბრობ, სწორედ იმ სიტყვებით, რომლებსაც შენი იდეალური მყიდველი იყენებს.

ხშირად გამოიყენე სიტყვა -„შენ“

მაგალითი: 

🎯 You know what's sucky about regular flashlights? They only come in two colors: white or that yellowish-white that reminds us of the teeth of an avid coffee drinker. What fun is that kind of flashlight? We'll answer that: NO FUN AT ALL. You know what is fun? Using the Multi-Color LED Flashlight to cast a sickly green glow over your face while telling a zombie story around a campfire. No campfire? Make a fake one with the orange light!

სანამ პროდუქტის აღწერის წერას დაიწყებ, წარმოიდგნე შენი იდეალური მყიდველი: როგორი იუმორია მისთვის მისაღები? (თუ საერთოდ მისაღებია) , რომელ სიტყვებს იყენებს, ან პირიქით, ვერ იტანს? მისაღებია მისთვის ჟარგონი? ან რა კითხვები დაებადებოდა, რომელსაც შენ უნდა უპასუხო?

წარმოიდგინე, პროდუქტს მაღაზიაში რომ ყიდიდე, როგორ გაესაუბრებოდი შენს იდეალურ მომხმარებელს პირისპირ? ახლა კი სცადე და გამოიყენე ასეთივე ენა შენს ონლაინ კომერციულ საიტზე, რათა შედეგად კლიენტთან საუბარი მეტად რეზონანსული გახდეს.

2. მიიზიდე სარგებელით

ჩვენ უამრავ დროს ვუძღვნით კომპანიას და საიტს და შესაბამისად, საკუთარი პროდუქტით ყოველთვის აღფრთოვანებულები ვართ.

პრობლემა კი ისაა, რომ პოტენციური მომხმარებლები ჩვენსავით არ ინტერესდებიან პროდუქტის ზოგადი მახასიათებლებით. მათ უბრალოდ იმის ცოდნა სურთ, თუ როგორ გადაჭრის კონკრეტული პროდუქტი მათ ყველაზე შემაწუხებელ პრობლემებს. ამიტომაც, წინა პლანზე უნდა წამოწიო პროდუქტის თითოეული მახასიათებლის სარგებელი.

რა გზით ხდის ის მომხმარებელს უფრო ბედნიერს, ჯანმრთელს ან მეტად პროდუქტიულს? რომელი პრობლემისა თუ დაბრკოლების გადალახვაში ეხმარება მათ?

ნუ გაყიდი მხოლოდ პროდუქტს, გაყიდე გამოცდილება.

მაგალითი: 

🎯 Sometimes the scent of seasonal hand wash is all we need to rouse our holiday spirits. Available in an array of festive fragrances, our naturally derived gel hand wash will leave your hands soft, clean and ready to be tucked into a pair of fair isle mittens. It really is the most wonderful time of the year.

3. აიცილე „ კი, კი..“ ფრაზები

როცა პროდუქის აღწერის წერისას ვფერხდებით და აღარ ვიცით რა დავამატოთ, ხშირად ვიყენებთ გაცვეთილ ფრაზებს, მაგალითად როგორიცაა - „ შესანიშნავი ხარისხი“, "უმაღლესი ხარისხი".

ამას „კი, კი..“ ფრაზა ქვია. როგორც კი მომხმარებელი წაიკითხავს -„შესანიშნავი ხარისხი“, ის გაიფიქრებს: „ კი, კი როგორ არა, ყველა ასე ამბობს “. ოდესმე გინახავთ ვინმეს საკუთარი პროდუქტის აღეწერაში ეხსენებინა "საშუალო ხარისხი", "არც ისე კარგი", ანდაც "ცუდი"?

ასე რომ, როდესაც პოტენციური მომხმარებელი ამგვარად ფიქრობს, შენი აღწერა ნაკლებად დამარწმუნებელია. იმისათვის რომ ასეთი რეაქცია თავიდან აიცილო, იყავი რაც შეიძლება კონკრეტული. ტექნიკური დეტალი ზედმეტი არასდროს არის. 

მაგალითი: 

არცერთი ზემოთმოცემული პუნქტი არ ამბობს, რომ "მაღალი ხარისხის" პროდუქტია, თუმცა, თითოეული წინადადება გიქმნით მაღალი ხარისხის შთაბეჭდილებას. 

4. გაამართლე აღმატებული ფორმები

აღმატებული ფორმებით წერა არაგულწრფელია მანამ, სანამ ნათლად არ დაამტკიცებ, თუ რატომაა შენი პროდუქტი საუკეთესო, ყველაზე ადვილად გამოყენებადი ან განსაკუთრებლად პროგრესული.

თუ შენი პროდუქტი მართლაც საუკეთესოა, დაურთე კონკრეტული მტკიცებულება, თუ რატომაა ასე. სხვა შემთხვევაში დაწიე ტექსტის ამაღლებული ტონი ან მოიშველიე მომხმარებლის შეფასება, რომელშიც განმარტავს, რომ შენი პროდუქტი საუკეთესოა, რაც კი ოდესმე გამოუყენებია.

5. მოხიბლე მკითხველის წარმოსახვა

სამეცნიერო კვლევამ დაადასტურა, რომ თუ ადამიანები პროდუქტს ხელში მოსინჯავენ, მისი ფლობის სურვილი უფრო იზრდება.

შენ ონლაინ ყიდი, ამიტომ ვებ ვიზიტორები პროდუქტს ხელში ვერ დაიკავებენ. დიდი, მკვეთრი სურათები და ვიდეოები შეიძლება დაგეხმაროს, მაგრამ ასევე არსებობს ქოფირაითინგის ხრიკი, რომელიც პროდუქტის ყიდვის სურვილს კიდევ უფრო გაზრდის: დაეხმარეთ თქვენს მკითხველს წარმოიდგინოს, თუ როგორი გრძნობა იქნებოდა თქვენს პროდუქტს რომ ფლობდეს.

ამ პრაქტიკის გამოსაყენებლად, დაიწყეთ წინადადება სიტყვით -„წარმოიდგინე“ და დაამთავრეთ იმისი აღწერით, თუ როგორ იგრძნობდა მკითხველი თავს, ამ პროდუქტს რომ ფლობდეს და იყენებდეს.

მაგალითი:

🎯 There is a person who is the hero of every BBQ or family cookout and that is the Grill Master. We always looked up to our Mom or Dad as they tended the grill and looked forward to the day when we could be in charge of charring the meatstuff and searing delicious slices of fresh pineapple. Now that we're adults, it's finally our turn and technology has smiled upon us, giving us a tool that is destined to impress.

6. გაარღვიე რაციონალური ბარიერები პატარა ისტორიებთ

პროდუქტის აღწერაში პატარა ისტორიების ჩართვა ამცირებს დამარწმუნებელი ტექნიკების საწინააღმდეგოდ აღმართულ გონებრივ ბარიერებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გვავიწყდება, ჩვენთვის მოყიდვას რომ ცდილობენ.

როცა საქმე შენი პროდუქტის შესახებ ისტორიის მოყოლაზე მიდგება, საკუთარ თავს ჰკითხე:

  • ვინ ქმნის პროდუქტს?
  • რა გახდა შთაგონების წყარო?
  • რა დაბრკოლებები გადალახე პროდუქტის შესაქმნელად?
  • როგორ შემოწმდა პროდუქტი?

მაგალითი: 

🎯 The Dauré family own one of the Roussillon's top properties, the Château de Jau. Around the dinner table one Christmas they agreed it was time to spread their wings and look to new wine horizons. The womenfolk (Las Niñas) fancied Chile and won out in the end, achieving their dream when they established an estate in the Apalta Valley of Colchagua. The terroir is excellent and close neighbours of the Chilean star Montes winery.

7. აცდუნე სენსორული (გრძნობით სავსე) სიტყვებით

რესტორნებმა ეს დიდი ხანია იციან: სენსორული სიტყვები გაყიდვებს ზრდის, რადგან ისინი ტვინის აღქმით ძალას ააქტიურებენ.

ზედსართავი სახელების გამოყენება საფრთხილოა. ხშირად ისინი წინადადებას რაიმე განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ მატებენ, ამიტომ ამ შემთხვევაში მათი ამოღება უკეთესია. თუმცა, სენსორული ზედსართავი სახელები ძლიერი სიტყვებია, რადგან ისინი ეხმარება მომხმარებელს წაკითხვის პარალელურად განიცადოს ტექსტის შინაარსი.

მიიპყარი მკითხველის ყურადღება თვალის მომჭრელი და მკაფიო აღწერებით. იფიქრე სიტყვებზე, როგორებიცაა: ხავერდოვანი, გლუვი, ხრაშუნა, ნათელი...

8. მიიზიდე საზოგადოების შეფასებებით

როდესაც მომხმარებელი ვერ წყვეტს, თუ რომელი პროდუქტი შეიძინოს, იწყებს რჩევების ძებნას. ის უფრო მეტად მიდრეკილია იყიდოს პროდუქტი, რომელსაც ყველაზე მეტი რაოდენობის დადებითი შეფასება აქვს. თუმცა, არსებობს სხვა გზებიც, იმისათვის რომ შეფასებები პროდუქტის აღწერაშიც შევაპაროთ.

შეფასებაში პიროვნების სურათის დამატება სანდოობას კიდევ უფრო ზრდის; გარდა ამისა, ონლაინ კომპანია ამ გზით მეტად პერსონალური და მისაწვდომი ხდება, რაც მომხმარებელს კითხვებზე პასუხების მისაღებად დარეკვისკენ უბიძგებს.

მომხმარებლების უმეტესობას იმის შეძენა ხიბლავს, რაც პოპულარულია. ამიტომ კლიენტების რჩეული პროდუქტები ეცადე წინა პლანზე წამოწიო.

9. გახადე აღწერა აღქმადი

არის თუ არა თქვენი ვებ-დიზაინი ხელშემწყობი იმისათვის, რომ ვიზიტორებმა პროდუქტის აღწერა მარტივად წაიკითხონ?

პროდუქტის აღწერის შეფუთვა ადვილად გასაგები და აღქმადი დიზაინით აადვილებს მის წაკითხვადობას და შესაბამისად პოტენციური მომხმარებლისთვის მეტად მიმზიდველი ხდება.

რამოდენიმე მიმართულება, რომლზეც უნდა კონცენტრირდე:

  • მიიზიდე შენი ვებ-სტუმარი სათაურებით;
  • გამოიყენე ადვილად აღქმადი პუნქტები;
  • დატოვე საკმაო თეთრი სივრცე;
  • გაზარდე შრიფტის ზომა, რათა გააუმჯობესო წაკითხვადობა.

თუ პროდუქტის აღწერა დამაჯერებელია, შენ ყოველთვის მოიგებ

გააზიარე ცოდნა პროდუქტის შესახებ, მოყევი ისტორიები და განმარტე უმცირესი დეტალებიც კი. ეცადე არ იყო მოსაწყენი და დაატკბე შენი საიტის ვიზიტორები მაცდუნებელი აღწერებით. რაც ყველაზე მთავარია, წერე გატაცებით, რადგან შენი ენთუზიაზმი ყველასთვის გადამდებია.

 

 

Leave a comment