Როგორ გავგზავნოთ ამანათი საზღვარგარეთ?!

  • Cartooli არის პლატფორმა, რომელიც ბრენდს აკავშირებს მყიდველთან და ახორციელებს ფინანსურ ტრანზაქციას. ეს ნიშნავს, რომ პროდუქტის გაყიდვის შემთხვევაში, გამყიდველი / ონლაინ მაღაზიის მფლობელი არის პასუხისმგებელი ტრანსპორტირებაზე 
  • Cartooli-ს მოთხოვნაა, რომ გაყიდვის შემთხვევაში, პროდუქტის ტრანსპორტირება მოხდეს 2 ბიზნეს დღის განმავლობაში. გამონაკლისია პროდუქტი, რომელიც მზადდება შეკვეთის მიღების შემდეგ. ამ შემთხვევაში, პროდუქტის აღწერილობაში უნდა ეწეროს თუ რა დრო ჭირდება პროდუქტის დამზადებასა და ტრანსპორტირებას. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ შემდეგ ბმულს
  • ავტომატურად ტრანსპორტირების ღირებულების დათვლის ფუნქცია საქართველოს ბაზრისთვის ამ ეტაპზე არ არსებობს ან ლიმიტირებულია. შესაბამისად, Cartooli-ს საიტზე მყიდველს ვთავაზობთ Flat Rate ტარიფებს, რომელიც იცვლება წონისა და ამანათის დანიშნულების ქვეყნის მიხედვით. ტარიფები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე
    • თუ გსურთ, მომხმარებელს უფასო ტრანსპორტირება შესთავაზოთ, პროდუქტის ატვირთვისას, მიუთითეთ წონაში (Weight) 0
    • იგივე ლოგიკით, თუ გსურთ, რომ მომხმარებელმა გადაიხადოს $15 ტრანსპორტირებისთვის, წონაში მიუთითეთ 1-3 ფუტის ფარგლებში. ტარიფების სანახავად, მიმართეთ შემდეგ ბმულს
    • გაითვალისწინეთ, წონას, პროდუქტის აღწერილობაში უთითებთ ფუტებში (1 ფუტი = ~0.5კგ)
    • თუ ტრანსპორტირების ხარჯი იმაზე მეტი არის, რაც მყიდველმა გადაიხადა, Cartooli განსხვავებისთვის პასუხისმგებელი არ არის 
    • თუ გსურთ სხვა ტარიფები შესთავაზოთ მომხმარებელს, შეგიძლიათ გამოიყენოთ shipping configuration ფუნქცია. ინსტრუქციისთვის მიმართეთ შემდეგ ბმულს
  • საქართველოდან სახმელეთო ტრანსპორტირების ტარიფები მნიშვნელოვნად დაბალია ვიდრე საჰაერო. თუმცა, მყიდველი, როგორც წესი, არ არის მზად რომ პროდუქტს ერთი თვე ელოდოს. თუ გსურთ სახმელეთო ტრანსპორტირების გამოყენება, პროდუქტის აღწერილობაში უნდა მიუთითოთ, რომ ამანათი 4-6 კვირის განმავლობაში ჩავა მყიდველთან. გაითვალისწინეთ, რომ ეს დიდ გავლენას მოახდენს მყიდველზე და შეიძლება ამის გამო არ შეიძინოს პროდუქტი. საჰაერო ტრანსპორტირება, როგორც წესი 3-7 ბიზნეს დღეში ჩადის დანიშნულების ადგილას და შესაბამისად, ტარიფებიც უფრო მაღალია 
  • ტრანსპორტირებისას, ყოველთვის ჯობია გამოიყენოთ კონტროლირებადი სერვისი. ამ მომსახურებით, შეგიძლიათ მყიდველს მიაწოდოთ კოდი, რომლის მიხედვითაც შეძლებს ნახოს სად არის ამანათი და როდის უნდა ელოდოს. ასევე ნაკლებია იმის ალბათობა, რომ ამანათი დაიკარგება, თუ მას კოდი აქვს მიმაგრებული 
  • Cartooli არ გზღუდავთ იმის არჩევანში, თუ რომელ კომპანიას გამოიყენებთ ტრანსპორტირებისთვის. ჩვენმა გუნდმა ჩაატარა კვლევა რომელი კომპანიები ოპერირებენ საქართველოში და დანიშნულების ქვეყნის მიხედვით რომლის გამოყენება ჯობს. გაითვალისწინეთ, რომ ტრანსპორტირების ტარიფები შეიძლება ნებისმიერ დროს შეიცვალოს და ჩვენი ანალიზი სწორი აღარ იყოს. ამიტომ, სანამ კომპანიას აირჩევთ, გადახედეთ ყველა შემოთავაზებულ ვარიანტს 
    • Aramex: ამერიკის და კანადის გარდა სხვა ქვეყნებში უკეთეს ტარიფებს გთავაზობთ ვიდრე სითი ექსპრესს, DHL-ს ან საქართველოს ფოსტა
    • Საქართველოს ფოსტას აქვს მიმართულებები, სადაც გაცილებით იაფია გაგზავნა. ზოგადად მათ აქვთ სერვისების დიდი სპექტრი, ამიტომ გირჩევთ ყველა მიმართულებას გაეცნოთ შემდეგ ბმულზე. ყურადღება მიაქციეთ საჰაერო და სახმელეთო ტარიფებს. თუ მომხმარებელი ამანათს ერთი კვირის განმავლობაში ელოდება, სახმელეთო ვარიანტი არ გამოგადგებათ 
    • Რაც შეეხება ამერიკას, 2 კომპანიას ვუწევთ რეკომენდაციას
      • Ბარამი, სადაც 1კგ-ის ტარიფი დაახლოებით $17-40-ს შორის მერყეობს. Ბარამი ასევე გთავაზობთ მომსახურებას კანადაში
      • ბოქსეტი, სადაც 1კგ-ის ტარიფი დაახლოებით $15-50-ს შორის მერყეობს. ბოქსეტს დაგეგმილი აქვს რომ დაამატოს ინგლისი და სხვა ევროპული ქვეყნები ახლო მომავალში
      • ბარამი და ბოქსეტი, ორივე გთავაზობთ დასაწყობების მომსახურებას - ამ შემთხვევაში, ამანათის მყიდველთან ტრანსპორტირებაზე ისინი არიან პასუხისმგებელი და მყიდველი ამანათს 2-3 დღეში იღებს
    • Საქართველოში გასაგზავნად, ჩვენ საქართველოს ფოსტის კონტროლირებად სერვისს გირჩევთ, რომ მყიდველს კოდი მიაწოდოთ, ან ONWAY-ს

Leave a comment