დაიწყეთ გაყიდვა ონლაინ

გადაიხადეთ საკომისიო მხოლოდ მაშინ, როცა გაყიდით.

შემოუერთდით Cartooli-ს ონლაინ გაყიდვების პლატფორმას, სადაც ქართველი ხელოვანები ერთიანდებიან, რომ მიაწვდინონ ხმა ქართული პროდუქციით დაინტერესებულ მყიდველს მსოფლიოს გარშემო

ძალა ერთობაშია

პლატფორმა გაზიარების პრინციპზეა აწყობილი. ერთის წარმატება, პლატფორმაზე სხვებისთვისაც ახალი პერსპექტივების გაჩენას ნიშნავს

ფოკუსი ქართულ პროდუქტზე

როდესაც ინტერესდებიან ერთით, შანსი უჩნდებათ სხვა ქართულ ბრენდებსაც, რადგან მათ საერთო სივრცე, ერთი პლატფორმა - Cartooli აერთიანებთ

ხელმისაწვდომი

პროდუქტის განთავსება უფასოა. საკომისიოს მხოლოდ მაშინ იხდით, როცა გაყიდვა შემოგდით. ჩვენი წარმატება თქვენს წარმატებაზეა დამოკიდებული

დახმარება და რჩევები

ჩვენი გუნდი დაუღალავად შრომობს, რომ გააუმჯობესოს პლატფორმა და მოგაწოდოთ რჩევები, რაც დაგეხმარებათ გაყიდვების გაზრდაში

მარტივი, გამჭვირვალე, უსაფრთხო

უფასო

განათავსეთ ულიმიტო რაოდენობის პროდუქტი, უფასოდ!

15% საკომისიო

გადაიხადეთ საკომისიო მხოლოდ მაშინ, როცა გექნებათ გაყიდვები.

უფასო საწყისი რეკმალა

ისარგებლეთ ჩვენი მარკეტინგით მოზიდული მყიდველით სრულიად უდფასოდ.

სტანდარტი

ყოველთვის უფასო

ყველაფერი, რაც გჭირდებათ, რომ შექმნათ თქვენი ონლაინ მაღაზია და მართოთ დამოუკიდებლად.

o ულიმიტო პროდუქტის ატვირთვა
o ტექნიკური დახმარება / პლატფორმის დემო (მოთხოვნის მიხედვით)
o ინსტრუქციები და რჩევები, რაც დაგეხმარებათ უკეთ მართოთ თქვენი ონლაინ მაღაზია

ბრენდის ცნობადობა

$10/თვეში

ყველაფერი, რაც სტანდარტშია. დამატებით:

o მოგეცემათ brand.cartooli.com დომაინი, სადაც brand - თქვენი ბრენდის სახელი იქნება
o თქვენი ბრენდის რეკლამა განთავსდება სხვადასხვა Cartooli-ს ქსელებში
o თქვენი ბრენდის მინიმუმ ერთი პროდუქტი განთავსდება shop.cartooli.com-ის მთავარ გვერდზე

ბიზნეს მენეჯმენტი

$35/თვეში

ყველაფერი რაც ბრენდის ცნობადობის პაკეტშია. დამატებით, ერთ-წლიანი კონტრაქტის შემთხვევაში, მიიღებთ შემდეგ მომსახურებას:

o 10-მდე პროდუქტის ფოტოსესია
o 10-მდე პროდუქტის აღწერა, რომელიც მყიდველის ყურადღებას მიიქცევს
o თქვენს პროდუქტზე ფასის სწორად შერჩევა
o გაყიდული პროდუქტის შეფუთვა და ფოსტაში მიტანა

ინსტრუქციები

  • o თქვენს სელერის პროფილზე მოსახვედრათ აირჩიეთ 👉 ბმული
  • o ინსტრუქციები, თუ როგორ ატვირთოთ პროდუქტი და შეავსოთ თქვენი პროფილი 👉 ბმული
  • o ბლოგი, სადაც განვათავსებთ სხვადასხვა რჩევებსა და რეკომენდაციებს 👉 ბმული

"ჩვენი მიზანია ქართული ბრენდები უფრო დიდი მასშტაბის ბაზრებს გავაცნოთ. ასევე გვინდა მნიშვნელოვან წამოწყებებს, საინტერესო არტისტებს ახალი შემოსავლის წყაროს გაჩენაში დავეხმაროთ."

ანი ქოჩიაშვილი, დამფუძნებელი
ინტერვიუ ინდიგოსთან 👉 სრული სტატია

მომსახურება

o Cartooli-ს დახმარება რეგისტრაციასა და დღიურ საოპერაციო აქტივობებში 👉 ბმული 
o გაუწიეთ თქვენს ბრენდს რეკლამა Cartooli-ს სხვადსხვა ქსელებში 👉
o განათავსეთ თქვენი ბრენდი shop.cartooli.com-ის მთავარ გვერდზე 👉 ბმული

ხშირად დასმული კითხვები

რა ჯდება ონლაინ მაღაზიის გახსნა?

მაღაზიის გახსნა და პროდუქტის ატვირთვა სრულიად უფასოა. გაყიდვების შემთხვევაში, Cartooli იკავებს 15% საკომისიოს. დამატებით, იმის მიხედვით თუ რა სახით იღებთ თანხას, არის ტრანზაქციის ხარჯი: ~1% ბანკის ტრანსფერის შემთხვევაში და ~5% PayPal-ისას.

ამ 15% პროცენტში შედის რეკლამა, რომელსაც Cartooli აკეთებს პლატფორმისა და სხვადასხვა ბრენდებისთვის.

დამატებით, საშუალება გაქვთ აირჩიოთ საწევრო, რომელიც დაგეხმარებათ კონკრეტულად თქვენი ბრენდის ცნობადობის ზრდაში ($10/თვეში).

ასევე გაქვთ საშუალება აირჩიოთ ბიზნეს მენეჯმენტის შემოთავაზება, რომლის შემთხვევაშიც, ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის პროფესიონალურ ფოტოებს, პროდუქტის აღწერას, ფასების სწორად შერჩევას და გაყიდვების შემთხვევაში, პროდუქტის შეფუთვას და ფოსტაში მიტანას. ეს მომსახურება საშუალებას მოგცემთ პროდუქტის დამზადებაზე გააკეთოთ სრული ფოკუსი და ჩვენვუზრუნველყობთ ბიზნეს მხარეს. ბიზნეს მენეჯმენტის ფასი თვეში $35-იდან იწყება (თუ 10-ზე მეტი პროდუქტი გაქვთ, დამატებით იქნება ერთჯერადი გადასახადი ფოტოებისა და აღწერების).

როგორ დავიწყო?

მაღაზიის გახსნა მარტივია. დარეგისტრირდით შემდეგ ბმულზე 👉 bit.ly/cartooli-seller. 

o შეავსეთ თქვენი პროფილის ინფორმაცია. იმისათვის, რომ თქვენი ბრენდი გამოირჩეს, უამბეთ მომხარებელს თქვენს შესახებ, რითი გამოირჩევით, რატომ უნდა შეიძინოს თქვენგან და არა სხვა ბრენდისგან

o განათავსეთ პროდუქტი გასაყიდად

o აირჩიეთ გადახდის მეთოდი, რომლის მეშვეობითაც, Cartooli შეძლებს თანხა გადმოგირიცხოთ

ინსტრუქციებისთვის მიმართეთ ამ ბმულს 👉 ინსტრუქციები.

როგორ მივიღებ ჩემს თანხას გაყიდული პროდუქტიდან?

გაყიდული პროდუქტის თანხას კვირაში ერთხელ, პარასკევობით ვურიცხავთ მაღაზიის მფობელებს. თანხის გადახდამდე, შემდეგი პირობა უნდა შესრულდეს:

o პროდუქტი უნდა იყოს მყიდველთან გაგზავნილი
o გადასარიცხი ბალანსი უნდა აღემატებოდეს $20-ს. თუ გაქვთ პროდუქტი, რომელიც $20-ზე ნაკლები ღირს, თანხა მორიგი გაყიდვის შემდეგ გადმოგერიცხებათ

ტრანსპორტირებაზე ვინ არის პასუხისმგებელი?

თქვენ, პროდუქტის მფლობელი. შეკვეთის მიღების შემთხვევაში მიიღებთ შეტყობინებას იმეილზე, რომლითაც დარეგისტრირდით. თქვენს ანგარიშზე რომ შეხვალთ, ნახავთ მყიდველის შესახებ ინფორმაციას: სახელს, მისამართს. თქვენი პასუხისმგებლობაა, რომ 2 ბიზნეს დღის განმავლობაში შეფუთოთ და მიიტანოთ პროდუქტი ფოსტაში. გამონაკლისია პროდუქტი, რომელიც შეკვეთით მზადდება. ამ შემთხვევაში, მყიდველს უნდა აცნობოთ როდის შეძლებთ ამანათის გაგზავნას.

ტრანსპორტირების შესახებ დეტალური რჩევებისთვის იხილეთ შემდეგი ბმული 👉 ტრანსპორტირება

რისი გაყიდვა შემიძლია Cartooli-ს პლატფორმაზე?

გასაყიდად შეგიძლიათ განათავსოთ ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც აკმაყოფილებს მინიმუმ ერთ მოთხოვნას:

o არის ქართველის მიერ შექმნილი
o არის ქართველის დიზაინით შექმნილი
o დამზადებულია საქართველოში

დამატებით, შეზღუდვა გვაქვს კვებისა და ალკოჰოლურ პროდუქტზე. საკვები და ალკოჰოლური სასმელების საზღვარგარეთ გაყიდვა სხვადასხვა სირთულეებთან არის დაკავშირებული. ამ ეტაპზე, ამ პროდუქტის გაყიდვა შეგვიძლია მხოლოდ ქართულ ბაზარზე.

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით

სახელი*
იმეილი*
Value is required
კომენტარი
Thank you!

გსურთ ჩვენგან სიახლეების იმეილით მიღება?

Thank you!